საქართველო დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს

AutoSharing Option
13-14 სექტემბერს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრები სრულ მზადყოფნაში არიან მომავალი მატჩისთვის. გიორგი ცივაძე ზაფხულის ბოლო ტურნირზე მინსკში ასპარეზობდა. ტრავმის გამო ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, სანდრო მეტრეველი თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება და ბოლო ორი თვეა გერმანიაში, ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირებზე იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ბაკში შეუერთდება, რომელიც ბოლო წლებია ოკლაჰომას უნივერსტეტის ნაკრებში ასპარეზობს და ნაკრების პირველი ნომერია. წელს ასევე ახალგაზრდა ჩოგბურთელები შეუერთდებიან
ნაკრებ გუნდს. საბა ფურცელაძე და ნიკოლოზ დავლიანიძე დევისის თასის გუნდში თბილისში ჩატარებული შესარჩევი მატჩების წყალობით მოხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძეა.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოსლოში გასამართ მატჩებზე ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები ოსლოში 9 სექტემბერს გაემგზავრება.

მომზადებულია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბახტაძეც რა დროს გადადგა თორემ ხო გადააფიქრებინებდა :/
გელა
00:18 03-09-2019
5
ამისთვის ვგულშემატკივრობთ რომ ნაკრებში არ ითამაშოს????????
sormona
09:59 03-09-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული