რატომ არ ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე? - ნაკრების კაპიტნის პასუხი

AutoSharing Option
13-14 სექტემბერს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე მასპინძელ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თასის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იასპარეზებდა. მიზეზის გასარკვევად საქართველოს ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დავუკავშირდით.

- როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ძალიან ბევრი ქულა აქვს წლის ბოლოს დასაცავი. მას თავისი კალენდარი აქვს შედგენილი თავის მწვრთნელთან ერთად. შესაბამისად, ამის გამო ვერ ითამაშებს.

- ანუ ტრავმასთან არ გვაქვს საქმე?
- არა, არანაირად. ტრავმა ჰქონდა წლის დასაწყისში.

- ზოგადად, როგორი სისტემაა ჩოგბურთში, როგორც სხვა სპორტშია, სპორტსმენი არ არის ვალდებული, ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში?
- არა,
როგორც მოგეხსენებათ, ნაკრებში ნადალიც არ თამაშობს. შარშან, მაგალითად, ჯოკოვიჩმაც არ ითამაშა. ყველა სპორტსმენი თვითონ წყვეტს თავის კალენდარს.

სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, რომ ოლიმპიადაზე წასვლის წინ ნაკრებში ითამაშოს. იქითა წელს ვალდებულია, რომ მონაწილეობა მიიღოს, რათა ოლიმპიადაზე წავიდეს - სხვა შემთხვევაში, ვერ წავა. რა თქმა უნდა, ეს თავისი გადასაწყვეტია, თუ უნდა, რომ ოლიმპიადაზე იასპარეზოს.

- რა მოლოდინები გვაქვს წელს დევისის თავზე?
- ძალიან უკან ვართ, მოგეხსენებათ. მეტოქეს 54-ე ჩოგანი ჰყავს პირველი ნომერი, მეორეც ჩვენზე ძლიერია. მცირე იმედები გვაქვს. ფავორიტები ვართო, ვერ გეტყვით.

altსაქართველო დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 23 /
მან ყველაფერს თავისი შრომით მიახცია და თვითონ გადაცყვეტს როგორ მოიქცეს ,არავისთან დავალებული არაა ,უპატიოსნესი და თამდაბალი პიროვნებაა და შედარებები არა საჩირო
გოგა
04 სექტემბერი 2019 14:37
13
ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილთან!!!
სანდრო
04 სექტემბერი 2019 14:33
3
კალენდარის შედგენამდე ხომ იცოდა ნაკრების თამაშების თარიღი? კიდია ტიპს საქრთველოს რეიტინგი და პირადი რეიტინგი აინტერესებს მხოლოდ...

აღარ მაინტერესებს შენი წარმატება-წარუმატებლობა, პირადს მიხედე...
sormona
04 სექტემბერი 2019 14:24
24
ეს ჩოგბურთია, ATP რეიტინგი მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ნაკრები. ამ რეიტინგში წინ წაწევით ასახელებს ქვეყანას.
ლევანი
04 სექტემბერი 2019 21:57
2
ესეიგი მთავარი პირადია, ნაკრები ერთ ადგილზე მკიდიაო.გორგოძე ავიღით,აი რა განსხვავებაა რაგბს და ერთი ადგილის მიმცემ ჩოგბურთელებს და ფეხბურთელებს შორის.
ქომაგი
04 სექტემბერი 2019 13:41
45
შEნ უკბინე ფეხბურთს მყესზე
shen ukbine
04 სექტემბერი 2019 16:10
5
უზომოდ შორს ხარ ამ სპორტისგან!! ჭადრაკს მიაწექი ან ბატუტზე ხტომას , ჩოგბურთი არაა შენი საქმე მეგობარო
გგ
04 სექტემბერი 2019 15:07
9
ტყუილად ნუ ავალდებულებთ. სადაც ასპარეზობს იქიდან უფრო ასახელებს საქართველოს.
...
04 სექტემბერი 2019 13:35
13
შეადარა ჯოკოვიჩი და ნადალი ახლა ბასილაშვილს რაა ))))))
tom
04 სექტემბერი 2019 13:12
26
და რატომ არ უნდა შეადარო, როცა მხოლოდ 10 პოზიციით ჩამორჩება. მსოფლიოში მილიონზე მეტი ჩოგბურთელია ბასილა კი 20 შია
04 სექტემბერი 2019 16:25
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული