13-14 სექტემბერს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე მასპინძელ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თასის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იასპარეზებდა. მიზეზის გასარკვევად საქართველოს ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დავუკავშირდით.
- როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ძალიან ბევრი ქულა აქვს წლის ბოლოს დასაცავი. მას თავისი კალენდარი აქვს შედგენილი თავის მწვრთნელთან ერთად. შესაბამისად, ამის გამო ვერ ითამაშებს.
- ანუ ტრავმასთან არ გვაქვს საქმე?
- არა, არანაირად. ტრავმა ჰქონდა წლის დასაწყისში.
- ზოგადად, როგორი სისტემაა ჩოგბურთში, როგორც სხვა სპორტშია, სპორტსმენი არ არის ვალდებული, ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში?
- არა,
სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, რომ ოლიმპიადაზე წასვლის წინ ნაკრებში ითამაშოს. იქითა წელს ვალდებულია, რომ მონაწილეობა მიიღოს, რათა ოლიმპიადაზე წავიდეს - სხვა შემთხვევაში, ვერ წავა. რა თქმა უნდა, ეს თავისი გადასაწყვეტია, თუ უნდა, რომ ოლიმპიადაზე იასპარეზოს.
- რა მოლოდინები გვაქვს წელს დევისის თავზე?
- ძალიან უკან ვართ, მოგეხსენებათ. მეტოქეს 54-ე ჩოგანი ჰყავს პირველი ნომერი, მეორეც ჩვენზე ძლიერია. მცირე იმედები გვაქვს. ფავორიტები ვართო, ვერ გეტყვით.
საქართველო დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს
ამოვიდა ყელში ყველგან და ეხლა სპორტშიც ეს ქაჯურ-ქოცური ფსევდოპატრიოტიზმი.წადით მოსკოვში ტარხუნა და წიწმატი გაყიდეთ,მეტი მაინც არ გეხერხებათ.