ალეკსანდ ზვერევის უფროსმა ძმამ, მიშა ზვერევმა საკმაოდ საინტერესო რამ მოიმოქმედა სტამბულში მიმდინარე ტურნირზე და საჩოგბურთო მატჩი სხვა ტურნირზე დარეგისტრირების მიზნით შეწყვიტა.
ზვერევი, რომელიც მსოფლიოს 293-ე ჩოგანია, დენის ისტომინის წინააღმდეგ ჩელენჯერის ტურნირის ფარგლებში თამაშობდა. მეორე სეტის დროს გერმანელმა მსაჯს ჰკითხა, თუ შეეძლო მეორე ტურნირზე რეგისტრაციის გავლა, თუ ამ შეხვედრაში მოვლენები შეიცვლებოდა. მსაჯმა ზედამხედველთან გადაამოწმა და თქვა, რომ ეს წესებს არ ეწინააღმდეგებოდა. ამ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე გეიმის შემდეგ ზვერევმა მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ანგარიში კი იმ დროისთვის 7:6, 2:6, 1:2 იყო.
გერმანელმა
მალე ჩააბარა საკუთარი ბარგი და რეგისტრატურაში ახალ ტურნირზე მონაწილეობისთვის შეიტანა განაცხადი.
მიშა ზვერევი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს 25-ე ჩოგანი იყო, წელს ძალიან ცუდად ასპარეზობს. 32 წლის ჩოგბურთელმა ამ სეზონში 24 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 6 მათგანში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.