13 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები დაიწყო.
სანდრო მეტრეველმა (695) ვიკტორ დურასოვიჩს (323) 7:5, 6:4 მოუგო, ხოლო გიორგი ცივაძემ (933) კასპერ რუუდთან (60) 1:6, 0:6 წააგო.
14 სექტემბერს ერთეულთა შორის მეტრეველი რუუდს შეხვდება, ცივაძე კი - დურასოვიჩს, ალექსანდრე ბაკშის და მეტრეველის წყვილი დურასოვიჩს და კასპერ რუუდს დაუპირისპირდება.
საქართველო დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს
რატომ არ ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე? - ნაკრების კაპიტნის პასუხი