საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 19 სექტემბერს, მეცის მუზლის ღია ჩემპიონატზე გამოსვლას დაიწყებს. ნიკოლოზი ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი და ამიტომ, პირველი ტური გამოტოვა. მეორე ტურში მისი მეტოქე გერმანელი იანიკ მადენი (129) იქნება.

შარშან ნიკოლოზმა ამ ტურნირის 1/4-ფინალში მოახერხა გასვლა, რისთვისაც 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და ახლა ეს ქულები დასაცავი აქვს. 2018 წელს ნიკოლოზმა ორ ფრანგს აჯობა - კენი დე შეპერსა და უგო უმბერტს. მეოთხედფინალში კი, იაპონელ კეი ნიშიკორისთან 3 სეტში დამარცხდა - 3:6, 6:4, 4:6. ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მეცის ტურნირზე ნახევარფინალში თამაშია, რომელიც მან 2017 წელს მოახერხა.

წლევანდელ ტურნირზე 1-ელ ნომრად ბელგიელი დავიდ გოფინი არის განთესილი, რომელიც, ბუნებრივია, საშეჯიბრო ბადის მეორე ნაწილშია. მადენის დამარცხების შემთხვევაში კი, ბასილაშვილი ჟო ვილფრიდ ცონგასა (51) და პიერ ჰერბერს (55) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეცის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და დახურულ, ჰარდის კორტებზე იმართება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 524,340 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 90,390 ევროსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ბასილაშვილისა და მადენის შეხვედრა დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო