ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) მეცის ATP-ის 250-იანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი 34 წლის ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან (51) მესამე სეტში შეწყვიტა.
პირველი სეტი ნიკოლოზმა 7:5 მოიგო, მეორეში 3:6 დამარცხდა, მესამეს კი 1:4-ს აგებდა და თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა.
ბასილაშვილი და ცონგა აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 1:1 იყო
ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში გერმანელი იანიკ მადენი (129) 6:2, 7:6 დაამარცხა.
ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა და სექტემბრის ბოლოს პეკინის ტურნირზე ჩაერთვება.