ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) მეცის ATP-ის 250-იანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი 34 წლის ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან (51) მესამე სეტში შეწყვიტა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა 7:5 მოიგო, მეორეში 3:6 დამარცხდა, მესამეს კი 1:4-ს აგებდა და თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა.

ბასილაშვილი და ცონგა აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 1:1 იყო

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში გერმანელი იანიკ მადენი (129) 6:2, 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა და სექტემბრის ბოლოს პეკინის ტურნირზე ჩაერთვება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ ტრავმა და ტრავმა,უკვე ქრონიკულად გადაიქცა.ნეტავი სერიოზული მაინც არ იყოს.
სოსო
00:59 21-09-2019
4

სიახლეები პოპულარული