1-ელ ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გუიდო პელა (22) ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა.
ნიკოლოზმა შეხვედრაში მეტოქის მოწოდებაზე 2 გეიმი მოიგო, თავად მხოლოდ 1 დათმო საკუთარ მოწოდებაზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის. თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ პირველ სეტში ბასილაშვილი გაცილებით უფრო დამაჯერებელი იყო და პელას ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.
მეორე ტურში ნიკოლოზი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც დუშან ლაიოვიჩი (29) 3 სეტში დაამარცხა - 4:6, 6:3, 6:4. ბასილაშვილი და ციციპასი
ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე და ბერძენმა ნიკოლოზის დამარცხება 4 სეტში მოახერხა.
მოგეხსენებათ, ნიკოლოზი პეკინის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად თამაშობს.