ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტიტული ვერ დაიცვა და მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან დამარცხდა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საქართველოს პირველმა და ჯერ კიდევ მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე ჩემპიონის სტატუსის დაცვა ვერ მოახერხა და მეორე წრეში მსოფლიოს მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 3 სეტში 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა პირველ სეტში 1 გეიმი მოიგო მეტოქის მოწოდებაზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტში გასამარჯვებლად. თუმცა მეორე სეტიდან შეცდომებმა იმატეს. ბასილაშვილმა მეორე სეტის მე-4 გეიმში 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად, სეტის წაგებად დაუჯდა. მესამე სეტში კი ისევ შეცდომებით წააგო.

ამ მარცხის შემდეგ ნიკოლოზი განახლებულ რეიტინში, დიდი ალბათობით,
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა პანაშვიდებს აწყობთ აქ ზოგიერთები???!!! რა უიმედობა დაგემართათ???!!! თამაშს თუ უყურეთ ნიკა გაცილებით უკეთესი იყო!!! ყველაფერი უნდა მოიგოს , თუ როგორ არის თქვენი საქმე???!!! იმის მაგივრად რეალურად შეაფასოთ დღევანდელი ნიკას გამოსვლა და აღნიშნოთ, რომ მართლაც ჯობდა, აქ დგეხართ და ტირიხართ!!! რა დაინახეთ ისეთი, რომ ყველაფერი მორჩა???!!! ამ დროს საქმე პირიქითაა, დღევანდელი თამაშით ნიკამ დაამტკიცა,რომ ყველაფერი წინ აქვს!!!
დათო
03 ოქტომბერი 2019 21:48
2
გაიხარე დათო.არ მიხერხდება თამაშების ყურება და მერე,ვარაუდებში მაწყდება ნერვები.თუ ნიკა ჯანმრთლად იქნება,მჯერა, კვლავ შევა ოცეულში და უფრო მაღლაც აიწევს.
სოსო
04 ოქტომბერი 2019 20:50
0
დამთავრდა ჩვენი 20-ის ბაზარი,კარგა ხანი ვეღარც ვნახავთ ვერავის ჩვენს გამხარებელს,რავა ჩანს ვინმე პერსპექტიული?
zas.
03 ოქტომბერი 2019 20:50
13
კარგია რომ ერთხელ მაინც მოახერხა ოცეულში შესვლა.აწი ოცეულს ისევე ვეღარ ვიხილავთ როგორც დინამოს ლიგის ფინალში.
ATP
03 ოქტომბერი 2019 16:40
20
ციციპასს არ მოუგია!!! ნიკამ წააგო ნიკასთან!!! დასანანია ასეთი თამაშის დათმობა!!!
დათო
03 ოქტომბერი 2019 15:14
5
ალბათ მაინც ტრავმა?
სოსო
03 ოქტომბერი 2019 15:07
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული