ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე შანხაის მასტერზე ცნობილია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერზე გამოვა.

თავად ბასილაშვილი ტურნირზე მე-15 ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი მეტოქე პირველ წრეში მოლდოველი რადუ ალბოტი იქნება, რომელიც რეიტინგში 45-ე ადგილზეა.

აღნიშნულ ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივეჯერე ბასილაშვილმა მოიგო.

მეორე წრეში გასვლი შემთხვევაში ბასილაშვილი ფრანგ ბენუა პერსა და კვალიფიკაციის მოგებულს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამ ტურნირზე შარშანაც იასპარეზა და ქულების დაცვა სჭირდება, ამისთვის კი მინიმუმ ერთი წრე უნდა გაიაროს.

ბასილაშვილისა და ალბოტის შეხვედრა 7 ოქტომბერს დილის 8 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებას გისურვებ, ნიკა!
vasia-tasia
22:48 05-10-2019
0
თამაში დღეს იყო!!! მოიგო ნიკამ სამ სეტში !!! წარმატებები!!!
დათო
13:14 06-10-2019
0

სიახლეები პოპულარული