ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 34-ე მასტერსი მოიგო და მსოფლიოს ტოპ-5 ტიტულოვან ჩოგბურთელს შორისაა

AutoSharing Option
32 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსის ფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი 2 სეტში (6:3, 6:4) დაამარცხა და კარიერაში 34-ე მასტერსი მოიგო. 

ნოვაკმა პარიზის მასტერსი მე-5-დ მოიგო და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მე-2 და მე-3 ადგილებზე მარატ საფინი და ბორის ბეიკერი არიან 3-3 ტიტულით. 

წელს ნოვაკმა მეორე მასტერსი მოიგო და ამ მაჩვენებლით რაფა ნადალსა და დანილ მედვედევს გაუტოლდა. წლევანდელი ტიტულების მხრივ კი, მე-5 ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით უკვე დომინიკ ტიმს გაუთანაბრდა.

აღნიშნული მასტერსი "ნოლესთვის" კარიერაში 34-ე გახლდათ და ამ მაჩვენებლით
რაფაელ ნადალის რეკორდამდე 1 შეჯიბრების მოგება აკლია. 

საერთო ჯამში კი, სერბს 77 ტიტული დაუგროვდა და ამ მხრივ, ლეგენდარულ ჯონ მაკინროისთან ერთად მე-5 ადგილს იყოფს. წინ მხოლოდ 4 ჩოგბურთელია: რაფა ნადალი (84), ივან ლენდლი (94), როჯერ ფედერერი (103) და ჯიმი კონორსი (109). 

altნოვაკ ჯოკოვიჩი ფანს დაემუქრა: მენდე, თამაშის შემდეგ გიპოვი [VIDEO]

altწარმოგიდგენიათ?...ნოვაკ ჯოკოვიჩის ცოლი საკუთარი რძიდან კოსმეტიკას დაამზადებს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული