სკანდალი ჩოგბურთში: გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელიც ახსენეს

AutoSharing Option
გერმანულმა სააგენტო ZDF-მ გამოაქვეყნა სკანდალური სტატია, რომლის მიხედვითაც, ბელგიურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ჩოგბურთში თამაშების ჩაწყობის შესახებ, რომელშიც გარეული 135 სპორტსმენია და მათ შორის, რამდენიმე სპორტული საიტი ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ადებს.

ამის მიზეზი გახლავთ გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარიგებულ სქემაში ტოპ 30-ის ერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ATP-ის 3 ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ 5 გახლავთ: მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმენი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი.
lance.com პირდაპირ ადებს ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს და წერს, რომ გარიგებაში მონაწილე ტოპ 30-ის
ჩოგბურთელი სწორედ ქართველია. მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს puntodebreak.com-იც.

გერმანული წყაროს ცნობით, პროცესში უკვე FBI ჩაერთო და სწორედ ამერიკის ფედერალური ბიურო იძიებს ამ საქმეს. გარიგებების ორგანიზებაში კი ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნებში მოქმედ სომხურ მაფიას ჰქონდა, მთავარი მოწმე კი გერმანელი ჩოგბურთელი გახლავთ.

altნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ ინფორმაცია - ქართული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს რა წითელი კოჭია?. არ იცით თუ არ გინდათ დაჯერება თანამედროვე სპორტი დიდი ფული ტრიალებს
დ.ნ.
17 დეკემბერი 2019 11:47
3
თუ ეს სიმართლეა არვიცი ...... და რუსებზე რო გულს იფხანდა ის ხალხი და ზოგადად სხვაში რო ბეწვს ეძებენ ხოლო თავისაში დირეს ვერხედავენ თვითონვე აღმოჩნდა იმ დღეში ამიტომ ნუ დასცინი სხვასაო დამერწმუნეთ ეს თუ დამტკიცდა ეს არანაკლები დოზის დანაშაულია თუ უფრო მეტი არა ოცეულში მყოფი მარტო ერთი ჩოგბურთელი და ისიც ბასილაშვილი აღმოჩნდა ტიპი კრიმინალურ სინდიკატთან ერთად ინდივიდუალურად თამაშებს "ყომარობდაო" თუ ეს სიმართლეა საზღაურს გამოუსწორებელ სანქციას გამოუწერენ ფაქტიურად დაასრულებინებენ კარიერას ეს ვიღაც მეორე დონის რანგის სპორტი კიარარის მსოფლიოში სამეულში მყოფი ერთერთი წამყვანი პოპულარული სპორტის სახეობაა და მისი რეიტინგის ოცდაათეულში მყოფი სპორცმენზეა ლაპარაკი ვიღაც 500 მყოფ მეჩოგნეზე კიარა საქართველოს ერთერთ მთავარ სპორცმენს სახელის გამტანს საზღვარგარეთ ეს ქვეყნის დაღალატებაა ლაკონურად რომ ვთქვათ რა მაგალითია დამწყები ჩოგბურთელებისთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა მაგალითი ყველასათვის ყველაზე წარმოუდგენელი როგორ შეიძლება ერთ დღესაც დადასტურებული სიმართლე აღმოჩნდეს
Alfones
17 დეკემბერი 2019 08:34
16
წერტილი მძიმე არ არსებობს შენთვის? ადმინ!რაღაც არ მოგეწონება, რაღაც უმნიშვნელო, და ბლოკავ! ნეტა რა გაიგეთ ამ ღვარძლიანი ნარკვევიდან, ასეთი ნაწერის დაბეჭვდა შეიძლება? ამას კი არ გაუშვებთ...
alexandre
17 დეკემბერი 2019 11:01
6
თბისლიში დევისზე რომ წააგო ურეიტინგოსთან კლასიკური მაგალითი იყო გარიგების
eeeeex
17 დეკემბერი 2019 08:10
2
ვერ გავიგე რატომ გჯერათ ამ სისულელეების და რატომ გგონიათ რომ მეტი შეეძლო და არ გააკეთა. კაცს ფაქტიურად შესაბამისი დონის მწვრთნელი არ ყავდა ბოლო 2 წლის გარდა.
გუჯი
17 დეკემბერი 2019 01:42
11
ხო აბა რა ტყუილი იქნება. ასე უბრალოდ ადგებოდნენ და დააბრალებდნენ. ძალიან ბევრი თამაში ვნახე სადაც აშკარად ძალით აგებდა და სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდება.
David
16 დეკემბერი 2019 19:55
17
იავნათ ეტყობოდა რო ყიდიდა თამაშებს
გიო
16 დეკემბერი 2019 19:47
24
გერმანულ სტატიაში ბასილაშვილი არ არის ნახსენები, იტალიელების დამატებულია. იმედია ტყუილია.
ნიკ
16 დეკემბერი 2019 19:01
2
იმედია არ გამართლდება ეს ვარაუდი და ამ ყველაფრის საპირისპიროდ წარმატებულ სეზონს ჩაატარებს.წარმატებები ნიკას!!!
დდდ
16 დეკემბერი 2019 19:00
1
ნეტა მართლა სიცრუე იქნებოდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს სიმართლეა. შეიძლება ვერც დაუმტკიცდეს მაინც ცუდ ფაქტად დარჩება მის კარიერაში.
ქართველიბამ თავისი ქნა
16 დეკემბერი 2019 18:34
15
არაუშAვს მთავარია ტრამვა არ ქონდეს გარიგება მოსულა ზოგჯერ
aleko
16 დეკემბერი 2019 18:21
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული