სკანდალი ჩოგბურთში: გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელიც ახსენეს

AutoSharing Option
გერმანულმა სააგენტო ZDF-მ გამოაქვეყნა სკანდალური სტატია, რომლის მიხედვითაც, ბელგიურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ჩოგბურთში თამაშების ჩაწყობის შესახებ, რომელშიც გარეული 135 სპორტსმენია და მათ შორის, რამდენიმე სპორტული საიტი ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ადებს.

ამის მიზეზი გახლავთ გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარიგებულ სქემაში ტოპ 30-ის ერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ATP-ის 3 ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ 5 გახლავთ: მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმენი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი.
lance.com პირდაპირ ადებს ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს და წერს, რომ გარიგებაში მონაწილე ტოპ 30-ის
ჩოგბურთელი სწორედ ქართველია. მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს puntodebreak.com-იც.

გერმანული წყაროს ცნობით, პროცესში უკვე FBI ჩაერთო და სწორედ ამერიკის ფედერალური ბიურო იძიებს ამ საქმეს. გარიგებების ორგანიზებაში კი ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნებში მოქმედ სომხურ მაფიას ჰქონდა, მთავარი მოწმე კი გერმანელი ჩოგბურთელი გახლავთ.

altნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ ინფორმაცია - ქართული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია

მკითხველის კომენტარები / 24 /
ღმერთმა ქნას არ იყოს სიმართლე და ცდებოდნენ.. და თუ ეს სიმართლეა მაშინ უკვე ახსნა აქვს იმას, რომ ბასილაშვილს გაცილებით მეტი შეეძლო და თამაშების უმრავლესობას კი არ უგებდნენ არამედ თვითონ აგებდა.. ჩვენ ამას ნერვებს და არასტაბილურობას პლუს ფიზიკურ მომზადებას ვაბრალებდით.. იმედია ცდებიან ძლივს რაღაცა გავიხარდა ქართველებს და თან Atp cup მომდგარია კარზე და უეჭველი დსიკვალიფიკაციას მოგვცემენ. ;) იმედია არ შეესაბამება სიმართლეს
გიორგი
16 დეკემბერი 2019 18:04
6
იმედია არ გამართლდება ეს ვარაუდი და ამ ყველაფრის საპირისპიროდ წარმატებულ სეზონს ჩაატარებს.წარმატებები ნიკას!!!
დდდ
16 დეკემბერი 2019 19:00
1
გერმანულ სტატიაში ბასილაშვილი არ არის ნახსენები, იტალიელების დამატებულია. იმედია ტყუილია.
ნიკ
16 დეკემბერი 2019 19:01
2
იავნათ ეტყობოდა რო ყიდიდა თამაშებს
გიო
16 დეკემბერი 2019 19:47
24
ხო აბა რა ტყუილი იქნება. ასე უბრალოდ ადგებოდნენ და დააბრალებდნენ. ძალიან ბევრი თამაში ვნახე სადაც აშკარად ძალით აგებდა და სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდება.
David
16 დეკემბერი 2019 19:55
17
ნეტა მართლა სიცრუე იქნებოდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს სიმართლეა. შეიძლება ვერც დაუმტკიცდეს მაინც ცუდ ფაქტად დარჩება მის კარიერაში.
ქართველიბამ თავისი ქნა
16 დეკემბერი 2019 18:34
15
თბისლიში დევისზე რომ წააგო ურეიტინგოსთან კლასიკური მაგალითი იყო გარიგების
eeeeex
17 დეკემბერი 2019 08:10
2
ვერ გავიგე რატომ გჯერათ ამ სისულელეების და რატომ გგონიათ რომ მეტი შეეძლო და არ გააკეთა. კაცს ფაქტიურად შესაბამისი დონის მწვრთნელი არ ყავდა ბოლო 2 წლის გარდა.
გუჯი
17 დეკემბერი 2019 01:42
11
tkuili ikneba ragacaa)))))))))))))))
!!!!!!!
16 დეკემბერი 2019 18:17
4
ბრტყელ ბრტყელი კომენტარებით რომ გამოდიხართ, ტყუილი უწერიათ ჟურნალისტებს რამე? ამათ მოიფიქრეს? არ წერია ბაილაშვილის სახელი ფრანგულს სტატიაში? არ ადევს მისი ფოტო?
გოგა ლაშხი
17 დეკემბერი 2019 14:13
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული