ნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ ინფორმაცია - ქართული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია

AutoSharing Option
გერმანულმა ZDF-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ ბელგიურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით, ხოლო რამდენიმე სპორტული ვებგვერდი ნიკოლოზ ბასილაშვილს ადებს ხელს. ეს ინფორმაცია sportall.ge-მ და რამდენიმე ქართულმა საიტმა გაავრცელა, რამაც ბასილაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ცრუ ინფორმაცია ჩემ შესახებ გაუგებარ იტალიურ ვებგვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია", - წერს ბასილაშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
არაფერზე იდარდო ნიკოლოზ..ძალიან მაგარი ხარ და ნუ მიაქცევ ყურადღებას პატარა ადამიანებს.გვასახელე..გვიყვარხარ..გვემაყები..ეს ყოველთვის იცოდე და არ დაივიწყო
leluka
13:38 17-12-2019
0
ქართული ჟურნალისტიკა რა დღეშიცაა ვხედავთ ყველა.ჯერ ერთი ასე წერია ,რომ ეს ტოპ 30-ის იმ 5 სპორტსმენიდან ერთ-ერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ATP-ის 3 ტურნირი აქვს მოგებული. აბა რა, ქართველ ვითომ ჟურნალისტებს ხომ უნდა აეტაცებინათ ეს ინფორმაცია და პირდაპირ ბასილაშვილისთვის მიეკერებინათ,რომ მათი უდღეური გამოცემებით ვინმე დაინტერესებულიყო. სამარცხვინოები ხართ. მტრებივით ექცევით იმ ადამიანს, რომლითაც უნდა ამაყობდეთ.
კეკე
12:15 17-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული