ნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ ინფორმაცია - ქართული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია

AutoSharing Option
გერმანულმა ZDF-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ ბელგიურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით, ხოლო რამდენიმე სპორტული ვებგვერდი ნიკოლოზ ბასილაშვილს ადებს ხელს. ეს ინფორმაცია sportall.ge-მ და რამდენიმე ქართულმა საიტმა გაავრცელა, რამაც ბასილაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ცრუ ინფორმაცია ჩემ შესახებ გაუგებარ იტალიურ ვებგვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია", - წერს ბასილაშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნიკა არ გაგიკვირდეს!!! ამათთვის ადამიანობა, თანადგომა , ურთიერთგატანა, მოყვასის და სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება უცხოა!!! შინაგანად სიკეთე არ არის მათთში!!!! მთავარია შავი პიარი და რა მოყვება ამას, მათ შორის ზოგჯერ ფატალური შედეგიც კი, არ აინტერესებთ!!!ეს არის მათი ცხოვრების წესი!!! ზოგჯერ მართლა მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!!! შენ უკვე ბევრი გააკეთე ჩვენი სამშობლოსთვის, უამრავი ადამიანი ვხედავთ და ვაფასებთ ამას!!! ჩვენ შენი იმედი გვაქვს და შენც ყოველთვის გქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი!!! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ!!! შეგეწიოს და დაგიფაროს წმ. დიდმოწამე ბარბარემ!!!
დათო
02:59 17-12-2019
3
ბასილ, დიდი ალბათობით კომენტარებს კითხულობ და გული არ გაიტეხო ჯიგარო. პირადად მე არასდროს, წამითაც კი არ მიფიქრია რომ რომელიმე თამაში იყუმარე. სპორტია - ხან მოიგებ , ხან წააგებ. ეგ მხოლოდ შეუმდგარ , უსაქმურ ტიპებს გონიათ. ცხოვრებაში არაფერი რომ არ გამოსდით, ტოტალიზატორის იმედად რომ არიან და თავიანთ უმაქნისობას შენ რომ გაბრალებენ. ძაან კლასნი ჩოგბურთელი ხარ ! ათეული და დიდი შლემი უნდა დადო ძმაკაცო. გვჯერა შენი. მადლობა იმ სასიამოვნო ნერვიულობისთვის და მაგარი თამაშებისთვის რაც შენგან გვინახავს და რასაც კიდევ ვნახავთ. წარმატებები
Homer
04:11 17-12-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული