8 იანვარს ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP CUP-ის ტურნირზე ურუგვაელ პაბლო კუევასს (45) შეხვდა და 3 სეტში ანგარიშით 6:4, 1:6, 6:4 დაამარცხა.
ეს საქართველოს მეორე მოგებაა ურუგვაისთან დაპირისპირებაში. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა ურუგვაელი მეტოქე 2 სეტში 6:2, 6:1 დაამარცხა.
შესაბამისად, საქართველო ურუგვაისთან დაპირისპირებაში 2:0-ს იგებს.
საქართველოს ნაკრები წყვილთა თანრიგში, კერძოდ კი, ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტი ურუგვაელ წყვილს, არიელ ბეჰალსა და პაბლო კუევასს ჩვენი დროით 17:40 საათზე შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი პაბლო კუევასის დამარცხების შემდეგ [VIDEO]