ATP CUP: საქართველო-ურუგვაი 2:0, ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლაში კუევასი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP CUP-ის ტურნირზე ურუგვაელ პაბლო კუევასს (45) შეხვდა და 3 სეტში ანგარიშით 6:4, 1:6, 6:4 დაამარცხა.

ეს საქართველოს მეორე მოგებაა ურუგვაისთან დაპირისპირებაში. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა ურუგვაელი მეტოქე 2 სეტში 6:2, 6:1 დაამარცხა.

შესაბამისად, საქართველო ურუგვაისთან დაპირისპირებაში 2:0-ს იგებს.

საქართველოს ნაკრები წყვილთა თანრიგში, კერძოდ კი, ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტი ურუგვაელ წყვილს, არიელ ბეჰალსა და პაბლო კუევასს ჩვენი დროით 17:40 საათზე შეხვდება.

altნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი პაბლო კუევასის დამარცხების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრათ კი მანერვიულე მაგრამ რაღამც მოიგე არაუშავს ))) ყოჩაღ ნიკუშ გილოცავ შენც და მთელ საქართველოს
ტოტტი
17:30 08-01-2020
0
ანუ ბასილას რომ იაპონელი დაემარცხებინა...
ზორბეგი
19:12 08-01-2020
0

სიახლეები პოპულარული