ავსტრალიის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26) ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმარჯვა.

ქართველი ჩოგბურთელი კორეელ სუნუ ქვონს (83) შეხვდა და დაძაბულ მატჩში 5 სეტში, ანგარიშით 6:7, 6:4, 7:5,3:6, 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში 2 ეტაპი გადალახა და შესაბამისად, ქულებიც დასაცავი აქვს. 2019 წლის გათამაშებაში ბასილაშვილი მესამე წრეში მსოფლიოს უკვე მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში 3:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა.

მეორე წრეში ბასილაშვილს ესპანელი ვეტერანი 36 წლის ფერნანდო ვერდასკოს (51) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე, მაგ ვერდასკომ დონსკოი მარტივ მამარავლებად დაშალა, 3 სეტში. 6-2 და 6-1 მოუგო 2 სეტი. ტიპი ფორმაშია როგორც ჩანს. ისე მაგ დონსკოის რეიტინგი არ ვიცი, ასე დაბალი დონეა?
vaso
22:22 21-01-2020
0
უნდა მოუგოს, რაღა დროს ვერდასკოა
vaso
22:17 21-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული