ავსტრალიის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26) ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმარჯვა.

ქართველი ჩოგბურთელი კორეელ სუნუ ქვონს (83) შეხვდა და დაძაბულ მატჩში 5 სეტში, ანგარიშით 6:7, 6:4, 7:5,3:6, 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში 2 ეტაპი გადალახა და შესაბამისად, ქულებიც დასაცავი აქვს. 2019 წლის გათამაშებაში ბასილაშვილი მესამე წრეში მსოფლიოს უკვე მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში 3:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა.

მეორე წრეში ბასილაშვილს ესპანელი ვეტერანი 36 წლის ფერნანდო ვერდასკოს (51) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე, მაგ ვერდასკომ დონსკოი მარტივ მამარავლებად დაშალა, 3 სეტში. 6-2 და 6-1 მოუგო 2 სეტი. ტიპი ფორმაშია როგორც ჩანს. ისე მაგ დონსკოის რეიტინგი არ ვიცი, ასე დაბალი დონეა?
vaso
21 იანვარი 2020 22:22
0
უნდა მოუგოს, რაღა დროს ვერდასკოა
vaso
21 იანვარი 2020 22:17
1
რას ულოცავთ ნეტაი? წაგებას?
123
21 იანვარი 2020 17:32
28
გილოცავ და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს გისურვებ ნიკააა!!!
გიზოგ
21 იანვარი 2020 15:20
1
ყოჩაღ ნიკა!!! გაგვახარე ძალიან!!! წარმატებები!!!
დათო
21 იანვარი 2020 14:03
1
გამარჯვებას გილოცავ ნიკოლოზ!!!
ძალიან უხერხული მეტოქე იყო ეგ კორეელი, მაგრამ მაინც ვაჯობეთ.
აბა წარმატებები ვერდასკოსთან.
იმედია ისევ გაგვახარებ.
მალხაზი
21 იანვარი 2020 12:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული