ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა - წინ როტერდამის ტურნირია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის  განახლებულ რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახლავთ.

ზუსტად 1 წლის წინ ნიკოლოზი მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახლდათ. ასე რომ, ქართველი ჩოგბურთელი სტაბილურობას ინარჩუნებს და გულშემატკივრებსაც იმედი აქვთ, რომ ოპერაციის შემდეგ მოწოდებასაც გააუმჯობესებს და საკუთარი საუკეთესო შედეგის გაუმჯობესებასაც შეძლებს.

ბასილაშვილისთვის უახლოესი ტურნირი როტერდამის შეჯიბრი იქნება. მართალია, ჯერჯერობით ბადე უცნობია, თუმცა წელს ნიდერლანდებში საკმაოდ ძლიერი კონტინგენტი შეიკრიბა - ციციპასი, მონფილსი, მედვედევი, ბაუტისტა აგუტი და სხვა.

შარშან ნიკოლოზმა როტერდამში 1-ლი წრე დაძლია, ხოლო მეორე შეხვედრაში
მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა. როტერდამის ტურნირი 500-იანთა კატეგორიაში შედის, მისი გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასა და 406,840 ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს საჩოგბურთო რეიტინგები ნდს კვლევებზე უარესია))) ტიპი სულ აგებს და რეიტინგში წინ მიდის.
ზაზა
11:27 04-02-2020
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული