ჩოგბურთის მომავალი - ვინ არის 16 წლის ბიჭი, რომელმაც 41-ე ჩოგანს მოუგო და მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი წვრთნის

AutoSharing Option
რიოს დროით ორშაბათს, თბილისის დროით კი სამშაბათს, 18 თებერვალს, რიოს ტურნირის პირველ წრეში 16 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა ATP-ის ტურნირზე და მსოფლიოს 41-ე ჩოგანს, თანამემამულე ალბერტ რამოს-ვინოლასს 3 სეტში მოუგო - 7:6, 4:6, 7:6.

კარლოსი ამჟამად მსოფლიოს 406-ე ჩოგანი გახლავთ და მისი მწვრთნელი მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი ხუან კარლოს ფერერო გახლავთ. ალკარასს ერთი მიღწევა აქამდე ჰქონდა დაფიქსირებული - შარშან, 15 წლის ასაკში მოუგო Next Generation ATP Finals-ის (21 წლამდე საუკეთესო ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირი, 7 საუკეთესო რეიტინგით
ხვდება, 1 "უაილდ ქარდით") გამარჯვებულ იანიკ სინერს ალიკანზე ჩელენჯერის ტურნირზე და 2003 წელს შემდეგ დაბადებული პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ამ დონეზე შეხვედრის მოგება შეძლო.

"ჩემი სტილი, მეტ-ნაკლებად, როჯერ ფედერერისას ჰგავს. მე მიყვარს აგრესიულად თამაში, "ვინერსების" მოპოვება. ხშირად გავდივარ ბადესთან და დამოკლებულ დარტყმებსაც ხშირად მივმართავ", - ამბობს ალკარასი, რომლის მწვრთნელის აზრითაც, საუკეთესოებში მოსახვედრად ახალბედას 2-3 წელი დასჭირდება.

რიოს ტურნირის მეორე წრეში ალკარასი არგენტინელ ფედერიკო კორიას(116) შეხვდება.

მომზადებული ATPtour.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არის ფოტო ხომ არ შეგეშალათ? ეს 16 წლისას კიარა ბაბუაჩემსა გავს :)))
1

სიახლეები პოპულარული