19 წლის ზურა ტყემალაძემ იბრძოლა... საქართველო დამარცხდა

AutoSharing Option
დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ლიგისსაქართველოსა და ესტონეთს შორის პლეი-ოფის დაპირისპირების მეოთხე შეხვედრაში 19 წლის ზურა ტყემალაძე კრისტიან ტამს დაუპირისპირდა და 3 სეტში დათმო შეხვედრა - 3:6, 6:2, 5:7.

პირველი სეტი ახალგაზრდა ქართველმა საკმაოდ სუსტად დაიწყო და ესტონელმა 3:0 წაიყვანა ანგარიში. შემდგომ გეიმებში თამაში გათანაბრდა და მე-5 გეიმში ზურას 3 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოახერხა და ესტონელმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მეორე სეტში კი ქართველი ჩოგბურთელი აშკარად ჯობდა მეტოქეს. ტამი ახალგაზრდა, შემტევი, shoot and miss
ტიპის ჩოგბურთელია, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს. ზურა კი, ძალიან სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა გაცილებით ათლეტურ მოწინააღმდეგეს და მის მოწოდებაზე 2 გეიმის მოგება შეძლო. მე-8 გეიმში ტყემალაძის ბრეიკ-პოინტზე ტამმა ჩაწოდებისას ხაზს დაადგა ფეხი და ქართველმაც სეტი მოიგო - 6:2.

მესამე სეტი გულისამაჩქარებლად დაიწყო. მეორე გეიმში, 1:0-ზე, ზურას 4  ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ესტონელმა მაინც დაიტოვა გეიმი. 3:3-ზე კი, პირველი სისხლი დაიღვარა, ზურამ საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა მე-8 გეიმშივე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. თუმცა მე-11 გეიმი ისევ დათმო და დამარცხდა - 5:7.

ამ მატჩის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა ესტონეთის სასარგებლოდ და მეტოქემ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს კი, შემოდგომაზე მე-2 ჯგუფში დასაბრუნებელი პლეი-ოფი ელის.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნეტა რატო არ მიკვირს :) ასე იცის წინასწარ ბაქინუქმა და ქილიკმა ესტონეთი სუსტია და გავალთ ასე და ისე აბა თქვენ იცით დააბრალეთ ქარს წვიმას თოვლს კორონას გლობალურ დათბობას :D არადა ესტონელებს დახურული დარბაზი უფრო უნდოდათ ჰეჰ :)
ნოდო
15:12 07-03-2020
3
რაშიც მაგრები ვართ, ესაა ტრაბახი, წინასწარ გამოაცხადეს პრესაში გამარჯვებულად.
1

სიახლეები პოპულარული