"ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია" - ტრავმა, ჯოკოვიჩთან მატჩი, სკანდალი და საქართველო - ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილთან

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემა "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

დევისის თასი

"ძალიან მიხარია, რომ დევისის თასზე მივიღე მონაწილეობა, რადგან საქართველოში საჩოგბურთო თამაშები ძალიან იშვიათად ტარდება.

როგორც ყველა სპორტში, ჩოგბურთშიც გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან დიდი ემოცებით ვხვდები, როდესაც ჩემს ქვეყანაში მიწევს თამაში".

ჯოკოვიჩთან შეხვედრა

"ნოვაკთან ძალიან კარგი დაპირისპირება გამომივიდა და ვთვლი, რომ გამარჯვების მოპოვებაც შემეძლო, რადგან მშვენიერ ფორმაში ვიმყოფებოდი.

ამ მატჩმა შემდეგში ჩემზე დადებითი გავლენა იქონია, იმიტომ რომ პლანეტის პირველ ნომერთან
ტოლ-სწორად თამაში დიდ მოტივაციას გმატებს.

ვფიქრობ, მან ნერვების ომში მაჯობა. ჯოკოვიჩი არამარტო დიდი სპორტსმენი, არამედ დიდებული პიროვნება და ინტელიგენტი ადამიანია.

საერთოდ, ჩოგბურთში ფსიქოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, ჯოკოვიჩთან დაკავშირებით ამ საკითხზე მთელი გუნდი მუშაობდა.

მეც მყავს ავსტრალიელი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემზე ამან ვერ იმუშავა, რადგან ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ".

ტრავმით თამაში

"ბეიჯინგის ტურნირიდან მოყოლებული ხელი ძალიან მაწუხებდა. საერთოდ, ტრავმებზე საუბარი და წარუმატებლობის რაღაც სხვა რამეზე გადაბრალება არ მიყვარს.

1,5 წელი ვთამაშობდი ამ ტრავმით და შემდეგ გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ვერასდროს ივარაუდებ იმას, რეაბილიტაცია როგორ წავა. ჯერჯერობით, რეაბილიტაცია არც ცუდად მიდის და არც ძალიან კარგად".

ჩაწყობილი თამაშების სკანდალი

პირველ რიგში მინდა იქიდან დავიწყო, რომ ასეთი რაღაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ეს რომელიღაც ევროპულ ძალიან არაპოპურალურ  გაზეთში დაიწერა, შემდეგ საქართველოში აიტაცეს.

ამით არავინ დაინტერესებულა და არანაირი გამოძიება არ დაწყებულა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა დევისის თასზე თამაში გიხარია, მეორე დღეს რატო არ ითამაშა ?
12
ავტორ! ბეიჯინგს რატომ წერთ პეკინის მაგივრად
ზვიო
20:48 22-03-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული