ბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

AutoSharing Option
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სხდომა დასრულდა. სასამართლომ ბასილაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ნაცვლად ამისა გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჩოგბურთელს თანხის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეეძლება.

წყარო IPN


მკითხველის კომენტარები / 30 /
ექს -მეუღლე   ცდილობს, რომ ნიკას დაუნგრიოს ყველაფერი, მათ შორის კარიერა!!! არ ფიქრობს მათ საერთო შვილზე, რომლის მომავალი ფაქტიურად დამოკიდებულია ნიკაზე!!! ყველანაირად ეწევა სპეკულიაციას ბავშვით და ცდილობს ნიკას მორალურ განადგურებას!!! ბევრ ადამიანს აინტერსებდა ნიკას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზი, ახლა ხვდებით რა არის ძირითადი მიზეზი???!!! როგორი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის???!!!! იქნებ დაფიქრდეს ან ვინმემ ურჩიოს, არ არის ეს სწორი საქციელი, ბავშვი დაიჩაგრება ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში!!!
დათო
24 მაისი 2020 14:09
3
ბავშვებო! ასეთი ქალი არ მოიყვანოთ ცოლად!
P.S. დაგუგლეთ "ნეკა დოროკაშვილი". ნახეთ მისი ფოტოები.
ქ. გ.
24 მაისი 2020 14:15
8
იმდენად ვარ დარწმუნებული ნიკას წესიერებაში , რომ ვაცხადებ, დღეს მე ვარ ნიკა ბასილაშვილი!!!
დათო
24 მაისი 2020 18:16
1
ყველაფერს გაიგებს კაცი, მაგრამ 100 000 ლარიანი გირაო რა უბედურებაა? მძიმე კი არა, საერთოდ არც უმტკიცდება მგონი დანაშაული. მიმალვით ვის უნდა დაემალოს?
: )))))))
24 მაისი 2020 15:16
3
ბააილაშვილი რო არ იყოს 5000გირაოს მიცემდნენ :))
L.J.
24 მაისი 2020 19:19
0
გასაგებია, რომ სწორედ მაგიტომ არის და ეგ სამარცხვინოა. აღკვეთის ღონისძიების დანიშნულება ის არის, რომ გამოძიებას და სასამართლოს არ დაემალოს. მაგის მიმალვის 1% შანსიც არ არსებობს, თან ეს გირაოც უკან უბრუნდება ყველა შემთხვევაში
: )))))))
24 მაისი 2020 22:35
0
კაი გასაგებია, რომ ადამიანია და შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს დებილი პროკურატურა პატიმრობას რომ ითხოვს ის მაინც გაითვალისწინე, რომ ამხელა დონის ჩოგბურთელია და ქვეყნის სახელი გააქვს მსოფლიოში, პატივი ეცი ამხელა დამსახურებას ხო? ვიღაც დებილ პოლიტიკოსებს ყველაფერს პატიობენ და ადამიანის ცემის გამო პატიმრობას ითხოვ. კარგია, რომ სასამართლომ არ დააპატიმრა.. კიდევ ხაზს ვუსვამ, არ ვამართლებ ქალის პიზიკურ შეურაწყოფას..
Ako
24 მაისი 2020 14:04
8
დაიწერა ერთ-ერთ სტატიაში , რომ თურმე კონტრაქტი არსებობს, რომ ნიკამ უნდა ურტყას და ექს-ცოლმა ამაში 100000₾ უნდა აიღოს წელიწადში!!! ამ სტატიაზე ვცდილობ გავაგზავნო კომენტარი და არ აქვეყნებენ!!! კომენტარი:
... ანუ ნიკა, რომელიც წელიწადში 12 თვე არის ტურნირებზე, სპეციალურად ჩამოდიოდა , ურტყამდა კონტრაქტის მიხედვით და უკან მიდიოდა???!!! ან ექს-კნეინა კონტრაქტის მიხედვით  თვითონ ჩადიოდა, რომ ეცემა ნიკას და უკან მოდიოდა???!!! და ახლა შესთავაზა  300000₾ მომეცი და სამჯერ მეტი მირტყიო???!!! რომელი დესპოტი ნიკა ნახეთ, თქვენ ცოტა, ხომ არ აურიეთ???!!! ქალი ბავშვით სპეკულირებს და შანტაჟით არის დაკავებული!!! ტიპიური გამწარებული გამომძალველი!!!
დათო
24 მაისი 2020 18:12
2
ყველაფერი გასაგებია. ოჯახში ამბები აერია და კაერიერაზეც აისახა. აი ამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახში სტაბილურობას. თუ გინდათ დავნაძლევდები რომ ნიკა ამ გოგოსთან ას პროცნეტიანია. ვიცი და ვიცნობ მე მასეთებს. ქონებრივი დავა ქონდა, კაი ბაითი მანქანა და ალიმენტი აახია და ეხლა ნახე რას იგულავებს, ჯერ სად ხართ. თანამედროვეობის ჩვეულებრივი აფერისტობა, მთელს მსოფლიოში ასეა. აურია ბიჭს ცხოვრებაც და კარიერაც. აი თუ გინდათ ამ გოგოს პირად ცხოვრებას მიაქციეთ მომავალში ყურადღება და ნახავთ რომ მისი მიზანი სწორედაც ეს იყო. ბაითი, მანქანა, სვეცკობა, ალიმენტი და გულავი. რა სოჩიკი დაწერს ეხლა. გააჭედინა დარწმუნებული ვარ და გამოეკიდა უეჭველი გინებით. ჩამრტყმელი რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ვერც მანქანაში შეასწრებდა და იქვე გაუხევდა თავს. არ ვამართლებ ქალზე ძალადობას, მეზიზღება ყველა არაკაცი ვინც ქალზე იძალადებს მაგრამ ყველაფერი სხვანაირადაა და მალე გამოჩნდება.
გიო
24 მაისი 2020 17:48
5
ასეთი ფულზე გამყვიდველი ქალი როგორ უნდა მოიყვანო ცოლად,ქალები ვინც ფულზე იყიდებია და ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ მხოლოდ ერჯერადად და გადაუხადე
ილო
24 მაისი 2020 19:26
0
გირაო. გირაო. გირაო. გირაო. ყველამ რომ ვცემოთ ჩვენი ცოლები ერთხელ მაინც ქართული ეკონომიკა აყვავდება
David
24 მაისი 2020 14:09
4
არა მჯერავს,რომ ნიკოლოზმა ეს ჩაიდინა!
მწვრთნელი
24 მაისი 2020 13:32
4
მე როგორც გულშემატკივარი ნიკას კარიერაზე ვფიქრობ, რაც პირდაპირ უკავშურდება ჩვენ ქვეყანას. არ მინდა ამ ფაქტმა მის კარიერაზე იქონიოს გავლენა, ძლივს კარგი ჩიგბურთელი გვეღირსა დიდი პაუზის შემდეგ. თორე ნიკას პირადული არც ჩემი საქმეა და არც ჩემი გასარჩევი!
baba
24 მაისი 2020 19:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული