ბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

AutoSharing Option
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სხდომა დასრულდა. სასამართლომ ბასილაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ნაცვლად ამისა გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჩოგბურთელს თანხის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეეძლება.

წყარო IPN


მკითხველის კომენტარები / 30 /
გვარგადაკეთებული ოსი ნაძირალა ცდილობს ფული წაგლიჯოს. სურათებზე ეტყობა ვინცაა.
ტიპიური Gold digger.
გენა
22:57 24-05-2020
0
ასეთი ფაქტები მოხშირდა ძალიან. ცამდე მართალი რომ იყოს მამაკაცი მაინც ამტყუნებენ.ჩემს მეგობარს უჩივლა ასე მისმა ყოფილმა შეყვარებულმა. ჯერ იძახდა მძალადობდაო. არ დადასტურდა. შემდეგ დამზდევსო და ცდილობს როგორმე რამე დამიშავოსო არც ეს დადსტურდა. ბოლოს ფიქოლოგოური წნეხის ქვეშ ვყავარო. რა ფორმით ხედებოდა ესეც ვერ ახსნა. სასმართლომ მაინც მამაკაცი გაამტყუნა.დასკვნაში დაწერა შესაძლო დანაშაულის არიდების მიზნით პრევენცია განხორცილდესო. ისე გამოვიდა ადამინის არსებობა აუკრძალეს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული