ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი
საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სხდომა დასრულდა. სასამართლომ ბასილაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ნაცვლად ამისა გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჩოგბურთელს თანხის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეეძლება.
წყარო IPN
აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი - ბასილაშვილი ახალ შეჯიბრებაში ითამაშებს
ბასილაშვილის კიდევ ერთი აღიარება - უძლიერესი "ბექჰენდი" ჩოგბურთის სამყაროში
ტიპიური Gold digger.