მსოფლიოს პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდასტურდა

AutoSharing Option
მსოფლიო პირველი ჩოგანი, Adria Tour-ის ორგანიზატორი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა და აღნიშნული ინფორმაცია თავად გაავრცელა.

კორონავირუსი დაუდგინდა ჯოკოვიჩის ცოლს, ელენას, შვილები კი, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან.

"ჩვენ შეჯიბრება მაშინ ჩავატარეთ, როცა ვირუსი ძალას კარგავდა. გვჯეროდა, რომ მის გასამართად ყველა პირობა გვქონდა. სამწუხაროდ, ვირუსი არ წასულა და ეს რეალობაა, რომელთან შეგუებაც მოგვიწევს.

გული ძალიან მწყდება ამ შეჯიბრებაზე დაინფიცირებული ყველა ადამიანის გამო. იმედი მაქვს, ეს ვირუსი მათ ზიანს არ მოუტანს და ყველა უვნებლად გადაიტანს მას. მომავალი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიქნები. 5
დღის შემდეგ კიდევ ჩავიტარებ ტესტს." - დაწერა "ნოლემ" "ტვიტერში".

აღსანიშნავია, რომ Adria Tour-ის მონაწილეთაგან კორონავირუსი პირველად ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუდგინდა, რომელთან ერთადაც ნოვაკმა დიდი დრო გაატარა. თუმცა გუშინ საღამომდე სერბი ვარსკვლავი ტესტის ჩატარებაზე უარს ამბობდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლე
0
სამწუხაროა ძალიან, დმიტროვი, ჩორიჩი, ჯოკოვიჩი...!!! ალბათ სია გაიზრდება, ისეთი ამბავი ხდებოდა ტრიბუნებზე და მატჩების შემდეგ დისკოტეკებზე, რომ ეს ლოგიკური იქნება!!! ზოგი ჭირი მარგებელია, კარგია, რომ ნიკამ , ტიპსარევიჩის ტურნირზე და შეიძლება ეს ყოფილიყო ჯოკოვიჩის ტურნირიც ,მონაწილეობა ცნობილი მიზეზის გამო ვერ შეძლო!!! ნიკას და მის ყველა გულშემატკივარს გისურვებთ მყარ ჯანმრთელობას!!!
დათო
19:40 23-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული