როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საკუთარ ვებგვერდზე წერს, ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა.
"საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს
ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას." - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას." - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
არ ვიცი რა ვთქვა ნიკოლოზ ადამიანურად მორალურად ყველა მხრივ შენ გვერდით ვ\არ მე პირადად თუნდაც 8იმიტომ რომ ქალურმა სოლიდარობამ ისეთი ფართო მასშტაბიანი სახე მიიღო ბოლო წლებში რათქმაუნდა ტექნოლოგიების დამსახურებაა ეს ყოველივე რომ მერწმუენთ სულ მართალი იყოს კაცი ქალების ერთობლივი ხმით შეუძლიათ სიცოცხლე ისე დაგიმახინჯონ ან სიკვდილი ინატრო ან ისეთ გარემოში მოგახვედრონ რომ უკნიდან ერთი ღაცაცის გამოღებას ვერ ასწრებდე მე ვფიქრობ ეს უკვე აღარაა სახუმარო თემა ფემინიზმი ქალთა გვერდზე დგომა ტექნოლოგიები გასაქანი ზემდგომი \ორგანოები ფინანსებიც იმდენი აქვთ მდედრობით სქეს რომ ....... ასე რომ რავი მემგონი დროა კაცებმა რაღაც მხრივ რაიმე ვიფიქროდ