ბასილაშვილი ცინცინატი მასტერსზე ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატი მასტერსის პირველ წრეში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან 4:6, 1:6 დამარცხდა.

ეს კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ბასილაშვილის პირველი მატჩი იყო და 20 წლის მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, როდესაც 4:3 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ წააგო.

მატჩი 1 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ოჟე-ალიასიმს მესამედ შეხვდა და მესამე მარცხი განიცადა.

ახლა ნიკოლოზი ამერიკის ღია პირველობისთვის შეუდგება სამზადისს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი დონისანი არიან,საგამგაშო არაფერია.
თამაზი
00:13 23-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული