ჯოკოვიჩმა მასტერსი მოიგო და ნადალს დაეწია [VIDEO]

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2020 წლის პირველი მასტერსი მოიგო. სერბმა ფინალში მილოშ რაონიჩი დაამარცხა, ანგარიშით 1:6, 6:3, 6:4.
ჩოგბურთელებმა კორტზე 2 საათი გაატარეს. ნოვაკი მთლად საამაყო ფორმაში ჯერ არ არის, თუმცა ეყო რაონიჩისთვის.. სერბმა ეისებში დათმო 2:10 და უფრო ხშირად ცდებოდა მოწოდებებზე (5-3), თუმცა რაონიჩმა პირველი სეტის შემდეგ ბრეიკი მხოლოდ ერთხელ გაახერხა. ასევე გადამწყვეტ სეტში, როდესაც ანგარიში 4:5 იყო მილოშს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა კანადელმა მისი რეალიზება ვერ შეძლო და ურთიერთშეხვედრებში კვლავ დამანგრეველი სხვაობა, 11:0 დარჩა, ნოლეს სასარგებლოდ.



ნოლემ
კარიერაში მეორედ მოიგო Western & Southern Open-ი და მოაგროვა ორმაგი კარიერული "ოქროს მასტერსი" (2-2 მოგება ყველა მასტერსზე АТР 1000 ეგიდით). 
რაც მთავარია, ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალს დაეწია და ახლა ამ ორ ლეგენდარულ ჩოგბურთელს სარეკორდო 35-35 მოგება აქვს ამ სერიის ტურნირებზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ნოლე დაუმარცხებელ ჩოგბურთელად რჩება. მან ჯერჯერობით ყველა, 23 მატჩის მოგება შეძლო და გუშინდელი ტიტულის გარდა, ATP Cup-ი, ავსტრალიისა და დუბაის ტურნირებიც მოიგო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული