საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან (43) 3 სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6, 4:6.

ნიკოლოზის მატჩი, ალბათ, ბოლო თვეების ანარეკლი იყო, იმისა, რაც მის გარშემო ხდებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 7-დან ვერცერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო (მეტოქემ 8-დან 4 გამოიყენა), 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 14 "ვინერსი" ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უჩვეულოდ ცოტა ორმაგი შეცდომა (მხოლოდ 2) ჰქონდა, ქართველმა ძალიან სუსტი შეხვედრა ჩაატარა.

პირველი სეტის პირველ გეიმში ნიკოლოზს 3 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, არათუ გეიმში, მატჩშიც ვერცერთი გამოიყენა. მეორე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო, მეოთხე გრძელი გეიმი კვლავ საკუთარ მოწოდებაზე წააგო და სეტშიც უშანსოდ დამარცხდა - 1:6.

მეორე სეტი ლოგიკურად მიმდინარეობდა - ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ. მე-9 გეიმში, როცა ანგარიში 4:4 იყო, მილმანმა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თუმცა მე-10 გეიმში, როცა ავსტრალიელი სეტზე აწვდიდა, ბასილაშვილს 4 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ გეიმი მაინც მილმანს დარჩა - 6:4.

რაც შეეხება მესამე სეტს, მეორე სეტის მსგავსად, მოთამაშეები საკუთარ მოწოდებას სტაბილურად იგებდნენ. მილმანმა ისევ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, სეტი და შესაბამისად, მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:1, 6:4, 6:4.

ნიკოლოზმა US Open-ის ძირითად ბადეში თამაშის სანაცვლოდ 61 000 დოლარი გამოიმუშავა. შარშან ქართველმა 2 წრე დაძლია. აქედან გამომდინარე, წელს დასაცავი ქულები ვერ დაიცვა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ჩოგბურთელებს ქულები არ აკლდებათ. მაგრამ, დიდი ალბათობით, ნიკოლოზი განახლებულ რეიტინგში 30-ე ჩოგანი აღარ იქნება...

იმედია, ნიკოლოზის ცხოვრებიდან მალე გაქრება ქაოსი და ისეთ "ბასილას" ვიხილავთ, როგორც 2018 წლის მეორე ნახევრიდან 2019 წლის მეორე ნახევრამდე იყო.

N
ნიკა ყოჩაღია! ყველა სირთულეს გადალახავს და უფრო გაძლიერებული დაგვიბრუნდება!!! არა, ნიკა?
ვისი ბრალია ეს კრიზისი?
ვისი და იმ შანტაჟისტკა დოროყაევას ქალისა!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო