
ერთერთმა სერბულმა საიტმა ქალბატონის "ინსტაგრამ" გვერდის მისამართი გამოაქვეყნა, ხოლო სერბი ფანები გიჟებივით შეესივნენ მსაჯის ფოტოებს და უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერეს, ძირითადად სერბულ ენაზე.
განსაკუთრებით მიუღებელი, ალბათ, ქალბატონის გარდაცვლილი შვილის დაცინვა იყო. თუმცა, "ნოლეს" ფანატები ამაზე არ გაჩერებულან და მსაჯს მკვდარ შვილის მალე ხილვა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს მისი გულშემატკივრების მოქმედებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია და მათ არც თავშეკავებსკენ მოუწოდა.