სენსაციების დღე საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარეობს "როლან გაროსი" (ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ტურნირი).

დღეს, 4 ოქტომბერს, ქალთა რიგებში გაიმართა 2 შეხვედრა, სადაც სრული სენსაციის მომსწრენი გავხდით. 

მსოფლიოს 2 ჩოგანმა, სიმონა ჰალეპმა,  უშანსოდ წააგო პოლონელ სვიატეკთან. პირველი სეტი სვიატეკის გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ყველას ეგონა, რომ რუმინელი ნელ-ნელა შევიდოდა თამაშში და შემოატრიალებდა, რადგან ის ამ ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. საბოლოოდ, ჰალეპმა მეორე სეტი 6:2 დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

მეორე შეხვედრაში მსოფლიოს 8 ჩოგანი, კიკი ბერტენსი, დამარცხდა იტალიელ ტრევისანთან. ზემოაღნიშნული შეხვედრისგან განსხვავებით, მაყურებელმა აქ სანახაობა
იხილა. პირველი სეტი იტალიელმა მოიგო 6:4. კიკიმ უკუბრეიკის შესრულების შემდეგ, თავიისი მოწოდება დათმო. მეორე სეტშიც ანალოგიური სანახაობა ვიხილეთ, ისევ 6:4 და ჰოლანდიელმა ისევ საკუთარი მოწოდება წააგო. 

alt39 წლის ლეგენდისთვის საჩოგბურთო წელი დამთავრდა

altნადალის მორიგი მარტივი გამარჯვება '' როლანდ გაროსზე''

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული