დიდი სენსაცია ჩოგბურთში - 19 წლის გოგონამ როლან გაროსი მოიგო!

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის ახლა უკვე მე-14 ნომერმა იგა შვიონტეკმა როლან გაროსის გათამაშება მოიგო და გახდა პირველი პოლონელი, ვინც დიდი სლემი ჩემპიონის რანგში დაასრულა.

19 წლის ჩოგბურთელმა მთელი ტურნირის განმავლობაში საუცხოოდ იასპარეზა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გათამაშება სეტის წაუგებლად ჩაამთავრა.

საინტერესოა, რომ შვიონტეკისთვის ტურნირის პირველი ეტაპი (მეტოქეთა თვალსაზრისით) გაცილებით უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ეს ბოლო ორ შეხვედრაში. ფინალში ის მსოფლიოს მეოთხე ჩოგან კენინს დაუპირისპირდა და მეტოქეს მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო - 6:4, 6:1.

პოლონელმა ამ გამარჯვებით 1,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული