19 წლის ჩოგბურთელმა მთელი ტურნირის განმავლობაში საუცხოოდ იასპარეზა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გათამაშება სეტის წაუგებლად ჩაამთავრა.
საინტერესოა, რომ შვიონტეკისთვის ტურნირის პირველი ეტაპი (მეტოქეთა თვალსაზრისით) გაცილებით უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ეს ბოლო ორ შეხვედრაში. ფინალში ის მსოფლიოს მეოთხე ჩოგან კენინს დაუპირისპირდა და მეტოქეს მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო - 6:4, 6:1.
პოლონელმა ამ გამარჯვებით 1,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა.