ბასილაშვილი 8 თვის ნანატრ გამარჯვებასთან ისე ახლოს იყო...

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს 149-ე ჩოგანთან, შვეიცარიელ მარკ ანდრეა ჰასლერთან 3 სეტში დამარცხდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა უშანსოდ, 1:6 დათმო. მეორე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა მე-10 გეიმში ბრეიკი გააკეთა და სეტი მოიგო - 6:4.

ბოლო, მესამე სეტის მე-12 გეიმში ნიკოლოზს ორი მატჩბოლი ჰქონდა, თუმცა ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლო. ტაიბრეიკზე, ანგარიში 5:5-ის შემდეგ მხოლოდ 1 გათამაშება მოიგო, 3 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მესამე სეტი და შესაბამისად, შეხვედრაც დათმო: 6:7.

აღსანიშნავია, რომ
24 წლის შვეიცარიელმა კარიერაში ATP-ის ტურნირებზე მხოლოდ მეხუთე მატჩი მოიგო. ნიკოლოზს კი თებერვლის შემდეგ შეხვედრა არ მოუგია...

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გჭირს ნიკოლოზ, სადაა შენი სპორტული ჟინი და შემართება?!
ნუ დაყარე ფარ-ხმალი, ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. ნუ გეშინია, მიდი, იბრძოლე! შენი გულშემატკივრები შენს გვერდით არიან!
მანჩო
21:12 09-11-2020
0
ეს ბიჭი დაღუპა თავისმა “სოფლელმა” ცოლმა
ვაი ვაი
18:17 09-11-2020
4

სიახლეები პოპულარული