ბასილაშვილის წერილი შვილს: მამიკო, ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება...

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შვილისთვის სათქმელი წერილი გამოაქვეყნა:


"წერილი ჩემს შვილს ლუკას.

მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება.

ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა.

მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.
რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ.

მიყვარხარ და მენატრები❤️" - წერს
ნიკოლოზი...
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკოლოზ შენ ვერ წარმოიდგენ რამდენ ქართველს უყვარხარ და როგორ გაფასებს შენი ერი.
2021
11:33 01-01-2021
3
ვერ ვიგებ რა ამ ქალების არადამიანობას, და მითუმეტეს ქართველი ქალის! გაუმწარა რა ამ ბიჭს ცხოვრება... მამა შვილს ნორმალურად ვერ ხვდება ..
შეიძლება შენ დაუშვა შეცდომები და ასე შემდეგ.. მაგრამ შვილი ხომ ანგოლოზია..
მამა უნდა იყოს გვერდით .. მისი სიყვარული ჭირდება შვილს...
ნიკოლოზის მეუღლე კი საერთოდ არასწორად იქცევა, ბავშვს ჩაგრავს...
ნიკო, წარმატებები. დიდი გამარჯვებები, შენი პატარა მაინც შენია და შენსდამი არ დაკარგავს სიყვარულს !!!
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული