"ვინ გიშლის შვილზე ზრუნვას?! 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბასილაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება, მაგრამ მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ,
რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპურირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" – წერს დოროყაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 57 /
იმენნა ფულზე და სელებრითზე დახამებული ტიპშაა
გუგა
02 იანვარი 2021 22:15
5
გველს ეზოში რომ შემოუშვებ მერე იმაზე წუწუნი არ უნდა დაიწყო რატომ სრიალებსო. ასეა ეს ქალიც: გამოეხედა ცოტა უკეთ თვალებში ნიკოლოზს და გრძელ ფეხები და ბოღმით სავსე გული რომ ქონდა ორივე უნდა შეემჩნია და არა მარტო ერთი მხარე.. და არ იქნებოდა ახლა ასეთ დღეში
მამუკ
02 იანვარი 2021 21:57
8
მაგარი საწყენია რო ამდენი ოაჯახები ინგრევა და ბავშვებზე არავინ ფიქრობს ყველა თავის მატორზე ფიქრობს, იყავით ხალხნო დამთმენები და იცხოვრედ სიყვარულით ერთხელ მოდიხართ ამ ქვეყანაზე და უაზროდ და ერთმანეთის დაჭამვაში ნუ გაატარებთ.... ფული არარის ყველაფერი.... მე არავის მხარეს არვარ... მხოლოდ ბავშვების ისედაც ამ არეულ სამყაროში ისინი მეტს იმსახურებენ....
AXALGAZRDA IMERELI
02 იანვარი 2021 22:12
8
ნეკა აშკარად ადვოკატების ტექსტებს ავრცელებს, ბრძოლობს ბასილა გასანადგურებლად.
Advokatebis
02 იანვარი 2021 21:42
8
ესკორტის გოგოს ფორმაშია
Vavili
02 იანვარი 2021 15:22
26
კაი ნუ დაგვღალეთ რა მთელი ერთი წერია ამ თქვენი ოჯახური დრამებით!!!
არ შეიძლება ასე საქვეყნოთ რომ არ გააგრძელოთ ეს გარჩევები?!!!
buba
02 იანვარი 2021 20:30
8
იაფფასიანი დოროყაანი.. ეს რამ მოგაყვანინა ნიკოლოზ?!
enguri
04 იანვარი 2021 18:57
3
ზუსტად ეგ გავიფიქრე. ეს ქალი ეხლა ხომ არ გახდა ასეთი მდაბიო, ადრეც მასეთი იქნებოდა. საოცარია, რა გაუჭირდა ასეთი ნიკოლოზს, ამისთანა ქალი რომ მოიყვანა ცოლად. პირდაპირ საოცარია
ana
05 იანვარი 2021 00:02
3
ანა, ეგ გოგო ისეთი საშინელი სილამაზის პატრონია ნიკოლოზს კი არა ქალსაც გულს აუჩქარებს, საოცარი სილამაზის პატრონი მარა ვეძმა!რათ გინდა, მაგას სჯობდა ადამიანი ყოფილიყო! რამხელა უტვინოცაა საკუტარ შვილს უმწარებს სიცოხელს და ტავის ტავს! მოაზულა ქვეყანას ტავი! მაგის მომყვანი აქ აღარავიბაა ისევ წავიდეს ეგებ ქვეყნის გარეტ ვინმე მოაჯადოვოს სილამაზიტ როგორც ნიკა
ანას
07 იანვარი 2021 19:45
1
დააანებეთ თავი ამ კაცს! ნიკა ღირსეული ადამიანი და ღირსეული სპორტსმენია,მისით ვამაყობთ ქართველები.წარმატებულ წელს ვუსურვებ!
ზურა
03 იანვარი 2021 22:22
1
დოროყაშვილო, არ დაიღალე შენი ქმარყოფილის ლანძღვით? შვილი რომ გაიზრდება რას ეტყვი, ჩემი ამბიციების გამო მამაშენს კარიერა დავუნგრიეო? ნუ დაგვღალე, ქალო!
მაიკო
03 იანვარი 2021 19:28
5
წაიღო ამ გოგონ ტვინი
ლმ
02 იანვარი 2021 21:19
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული