"ვინ გიშლის შვილზე ზრუნვას?! 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბასილაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება, მაგრამ მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ,
რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპურირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" – წერს დოროყაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 57 /
რატომ ლანძღავს ეს ქალი მისი შვილის მამას? ნუთუ ბოღმა და გესლი აღარ გეტევა გულში და არ ფიქრობ შვილის მომავალზე? რაცარუნდა იყოს ბავშვით მანიპულირება კიდევ არაჰუმანური საქციელია და შენ თავზე უფრო შენი შვილი დააყენე წინ და მის მომავალს გაუფრთხილდი. თუ რამე გეწყინა ქმრისგან დაემშვიდობე და გაუშვი, მაგრამ როგორც ჩანს არ გასვენება ბოღმა და შური რაც უფრო ცუდად წარმოაჩენს.
ლაშა
22:35 02-01-2021
17
ქვითარს დებს გაყიდველი. თუ მყიდველი უკვეთავს ონლაინ-ში, შესაბამისად ნივთი მომხმარებელთან მიაქვთ ქვითართან ერთად! ძალიან მდარე ხარისხის პოსტი გაქვთ, ქალბატონო! რას იზამ, ნათქვამია-კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების-ო...
ფერნანდო
21:19 02-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული