"ვინ გიშლის შვილზე ზრუნვას?! 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბასილაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება, მაგრამ მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ,
რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპურირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" – წერს დოროყაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 57 /
მაგ სერიალიდან არ მოგვაკლოთ ამბები. ინტრიგა გვანახეთ ინტრიგა! კიდე სხვა ჭორებიც რო დაურთოთ ხოლმე მაგარი იქნება... ბებიამ ან ვინმემ კიდე თუ რამე დაწერა არ გამოგვაპაროთ!!
SL
02 იანვარი 2021 15:32
7
ეს გოგო რა მენტალობისა და სულის პატრონია ეგრევე ეტყობა. თან ბოროტიც ჩანს და ავი. ნიკოლოზ, ეს რამ მოგაყვანინა ცოლად, კამიკაძე ხარ?
ადმინ - ნუ ბლოკავ წერილებს
jeko
04 იანვარი 2021 14:25
1
კაი კია, მარა მაგას მდუღარე ვედრაში გეტუცა, ის სჯობდა ღმერთმანი. კიდე კარგად გაგიძლია
ლ.მ
04 იანვარი 2021 18:43
1
აბა ასეთი წყვილის დაშორება იქნებოდა? ფერი ფერსა მადლი ღმერთსა ამათზე ითქმის!მეტად დასანანია და ალბათ ცოტა ქრისტეს ცნება რომ შეენახათ ორივეს გულში და ისე დაეთმოთ ერთმანეთისთვის არ დაენგრეოდათ ლამაზი ოჯახის შენება როგორც ფსიქოლოგიურად ასევე სულიერად!
ზურა
02 იანვარი 2021 20:30
7
შვილს არ უნდა აკადრო არცერთმა მშობელმა,რომ მათი ნეგატიური და უარყოფითი ურთიერთობა საჯარო გახადო..გაიზრდება და შერცხვება ყველგან ამ პოსტებს რომ ნახავს,წაიკითხავს ხალხის შეფასებებს და გარჩევებს.ზურგს უკან ჭორებს და წამოძახილებს არ უნდა ისმენდეს.არავინ იცის როგორ დაუზიანდება ფსიქიკა.ერთია რომ ცალცალკე გიყვართ და ზრუნავთ,მეორეა შვილისთვის საჯაროდ ერთმანეთის დამცირების ნახვა,წაკითხვა და მოსმენა.ასე რომ თავი შეიკავეთ და შვილს ეცით პატივი!
mg
04 იანვარი 2021 18:32
0
Es namdvilad is qalia?
Milani
02 იანვარი 2021 18:05
2
Miuxedavad imisa mec qali vsr da hvilebis deda. Hennair qalebs maxinj sulis adamianad agviqvav.
Tu mamakactan uetiertobas amtavreb mis jibehi nugar iyurebi.
Irma.
04 იანვარი 2021 10:43
2
7 -ში იწყებს ანტალიას, ATP250, წესით ორი წრე თავისუფლად უნდა გაიაროს!!! შემდეგ ალბათ დე მინორს შეხვდება!!! წარმატებები ნიკა!!!
დათო
06 იანვარი 2021 14:41
1
პატივცემულო ავტორო, ჩემი კომენტარი რატომ დაბლოკეთ? თქვენ სპორტულ პორტალზე ხართ თუ ყვითელ პრესაში? ბასილაშვილზე რომელი ქუჩაში გამვლელიც რამეს იტყვის ყველაფერი კი არ უნდა გამოაცხოთ სპორტალზე.
რაგბის ფანი
04 იანვარი 2021 12:06
3
ჩეკი შენახული გექნება
ციც
03 იანვარი 2021 20:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული