"ვინ გიშლის შვილზე ზრუნვას?! 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბასილაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება, მაგრამ მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ,
რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპურირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" – წერს დოროყაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 57 /
დააანებეთ თავი ამ კაცს! ნიკა ღირსეული ადამიანი და ღირსეული სპორტსმენია,მისით ვამაყობთ ქართველები.წარმატებულ წელს ვუსურვებ!
ზურა
03 იანვარი 2021 22:22
1
ჩეკი შენახული გექნება
ციც
03 იანვარი 2021 20:54
2
მორჩით ბასილაშვილის დისკრედიტაციას თქვე ბოროტო ბოღმიანეობო!!!
ლევანი
03 იანვარი 2021 19:31
4
დოროყაშვილო, არ დაიღალე შენი ქმარყოფილის ლანძღვით? შვილი რომ გაიზრდება რას ეტყვი, ჩემი ამბიციების გამო მამაშენს კარიერა დავუნგრიეო? ნუ დაგვღალე, ქალო!
მაიკო
03 იანვარი 2021 19:28
5
კარგი ქალბატონია.
სოსუნა
02 იანვარი 2021 22:36
113
ვიზუალურად კი
მმმ
03 იანვარი 2021 19:13
5
რატომ ლანძღავს ეს ქალი მისი შვილის მამას? ნუთუ ბოღმა და გესლი აღარ გეტევა გულში და არ ფიქრობ შვილის მომავალზე? რაცარუნდა იყოს ბავშვით მანიპულირება კიდევ არაჰუმანური საქციელია და შენ თავზე უფრო შენი შვილი დააყენე წინ და მის მომავალს გაუფრთხილდი. თუ რამე გეწყინა ქმრისგან დაემშვიდობე და გაუშვი, მაგრამ როგორც ჩანს არ გასვენება ბოღმა და შური რაც უფრო ცუდად წარმოაჩენს.
ლაშა
02 იანვარი 2021 22:35
17
იმენნა ფულზე და სელებრითზე დახამებული ტიპშაა
გუგა
02 იანვარი 2021 22:15
5
მაგარი საწყენია რო ამდენი ოაჯახები ინგრევა და ბავშვებზე არავინ ფიქრობს ყველა თავის მატორზე ფიქრობს, იყავით ხალხნო დამთმენები და იცხოვრედ სიყვარულით ერთხელ მოდიხართ ამ ქვეყანაზე და უაზროდ და ერთმანეთის დაჭამვაში ნუ გაატარებთ.... ფული არარის ყველაფერი.... მე არავის მხარეს არვარ... მხოლოდ ბავშვების ისედაც ამ არეულ სამყაროში ისინი მეტს იმსახურებენ....
AXALGAZRDA IMERELI
02 იანვარი 2021 22:12
8
ეს ფულზე შეყვარებული ვაი ქალი.
იმედა
02 იანვარი 2021 22:01
18
გველს ეზოში რომ შემოუშვებ მერე იმაზე წუწუნი არ უნდა დაიწყო რატომ სრიალებსო. ასეა ეს ქალიც: გამოეხედა ცოტა უკეთ თვალებში ნიკოლოზს და გრძელ ფეხები და ბოღმით სავსე გული რომ ქონდა ორივე უნდა შეემჩნია და არა მარტო ერთი მხარე.. და არ იქნებოდა ახლა ასეთ დღეში
მამუკ
02 იანვარი 2021 21:57
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული