დღეს, 8 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის 250-იანი კატეგორიის ტურნირის წყვილთა თანრიგში პირველი გამარჯვება იზეიმა.
მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზი წყვილებში გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად გამოდის. მათი მეტოქე შეჯიბრებაზე უაილდ ქარდით მოხვედრილი თურქული წყვილი - უმუთ აკუნი და მერთ ნაჯი თურქერი - იყო. ქართველმა და გერმანელმა მოწინააღმდეგეები 2 სეტში დაამარცხეს - 6:2, 6:3.
1/4-ფინალში ქართულ-გერმანული დუეტის მეტოქე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ხარვატი წყვილი (მეკტიჩი/პავიჩი) იქნება.
ნიკასთვის სეზონი შესანიშნავად დაიწყო. შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს, ერთეულთა თანრიგის შეხვედრაც მოიგო.