ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა

AutoSharing Option
დღეს, ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 დღეს, გათამაშებაში საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო. მისი მეტოქე მსოფლიოს 53-ე ჩოგანი, ამერიკელი ტომი პოლი გახლდათ. 

პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრა ნიკოლოზისთვის იდეალურად დაიწყო. ქართველმა მეტოქეს ჩაწოდება პირველსავე ცდაზე წააართვა, თუმცა  უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საბოლოოდ, ჩოგბურთელებმა ერთმანეთის ჩაწოდებები კიდევ ერთხელ გაცვალეს და ბოლოს 4:5-ზე ნიკოლოზმა თავისი ჩაწოდება მე-3-ედ დათმო და პირველ სეტში 4:6 დამარცხდა. 

მეორე სეტიც იმავე სცენარით დაიწყო. ბასილაშვილმა პოლს პირველივე ჩაწოდება წაართვა, თუმცა ამერიკელმა ის მაშინვე დაიბრუნა. საბოლოოდ, მეორე სეტი ლოგიკურ ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვებული ამერიკელი გამოდგა, რომელმაც ნიკას უშანსოდ,
7:0 მოუგო. 

რაც შეეხება მესამე სეტს, ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება მე-3 გეიმში დაკარგა და უკან დაბრუნებაც ვერ შეძლო. 

მატჩის საბოლოო ანგარიში 4:6 6:7 4:6 გახლავთ. ნიკოლოზი ერთეულთა თანრიგს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. 

თუმცა წყვილთა თანრიგის შეხვედრა ქართველს ჩასატარებელი აქვს, რომელსაც ის გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად კაბალისა და ფარაჰის წყვილის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. 

altპირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო

altძალიან დიდი უიღბლობა - ბასილაშვილს ავსტრალიაში ფორტუნამ ზურგი აქცია


მკითხველის კომენტარები / 2 /
ციხე შიგნიდან ტყდებაო:აი რა დაემართა ნიკოლოზსსს
L.J.
13:35 09-02-2021
1
ასეულიდან გავარდა თუ არა
ასა
12:17 09-02-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული