მედვედევმა ციციპასი დაამარცხა... რუსი ფინალშია

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ბერძენ სტეფანოს ციციპასსა და რუს დანილ მედვედევს შორის გაიმართა. 

მედვედევმა შეხვედრა მარტივად, 6:4 6:2 7:5 მოიგო და ფინალში ATP-ის რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც რუსი ასლან კარაცევი 6:3 6:4 6:2 დაამარცხა. 

პირველ სეტში დანილმა მეტოქის მოწოდება 2:2-ზე მოიგო და უპირატესობა შეინარჩუნა. 

მეორე სეტში ბერძენმა საკუთარი ჩაწოდება 2-ჯერ დათმო და რუსმა მარტივად იმარჯვა. 

რაც შეეხება მესამე სეტს, მედვედევმა სტეფანოსს უპირატესობა პირველივე ჩაწოდებაზე წაართვა. შემდეგ ციციპასი გააქტიურდა და უკუბრეიკიც შეასრულა, თუმცა რუსმა 5:5-ზე მეტოქის ჩაწოდებაზე ანგარიში 40:0 წაიყვანა და გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა. 

alt39 წლის ლეგენდა დამარცხებულია! ოსაკა ფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
...ძალიან მაგარი ჩოგბურთელია!!! თავისი თამაშის სტილით!!!
დათო
22:01 19-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული