პირველ სეტში უპირატესობა რამდენჯერმე შეიცვალა. პირველივე გეიმში სერენამ მეტოქის მოწოდების ართმევა შეძლო, თუმცა ნაომიმ 1:2-ზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ მოიგო უილიამსის ჩაწოდება. ამით პირველი სეტი ლოგიკურ 6:3-მდე მიიყვანა.
რაც შეეხება მეორე სეტს, ამჯერად პირველივე ჩაწოდება ამერიკელმა ლეგენდამ წააგო, თუმცა მისი აღმოფხვრა 3:4-ზე შეძლო. თითქოს სერენა თამაშში დაბრუნდა, მაგრამ ბოლო ჩაწოდების დროს დამაჯერებლობა დაკარგა და იაპონელმა ჯერ 5:4 გახადა, შემდეგ კი ფინალის საგზურიც მოიპოვა.
ოსაკა ფინალში მუჩოვასა და ბრედს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნადალმა 2 -სეტიანი უპირატესობა გაანიავა და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა