ავსტრალიაში ყოფნის დროს რაფაელ ნადალმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ 9 ნივთზე ისაუბრა, რომელთა გარეშეც სიცოცხლეს ვერ შეძლებდა. ესპანელმა პირველი მობილური ტელეფონი დაასახელა.
მობილური ტელეფონი - მობილური ტელეფონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია. რაფამ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად WhatsApp-ის აპლიკაციას იყენებს.
ლეპტოპი - ტელეფონის შემდეგ - ლეპტოპი, რადგან საღამოს სერიალის ან ფილმის, ან თუნდაც საინფორმაციო გადაცემის ყურება მარტივადაა შესაძლებელი.
ჩოგბურთის ჩანთა - როგორც ყველა პროფესიონალ ჩოგბურთელს, რაფაელსაც მთელი თავისი ეკიპირება სულ თან უნდა ჰქონდეს, რისთვისაც ჩანთა აუცილებელია.
სპორტული ტანსაცმელი - სპორტსმენისთვის, რა თქმა უნდა,
სპორტული ტანსაცმელი მნიშვნელოვანია.
ყოველდღიური ტანსაცმელი - თავისუფალ დღეებში, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ტანსაცმელიც საჭიროა.
ყურსასმენები - რაფა ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია, ყურსასმენს კი ყოველთვის ყველგან ატარებს.
პასპორტი - ნადალი პასპორტს ყოველთვის თან ატარებს, "რა იცი, რაში დასჭირდეს".
ტკივილგამაყუჩებლები - როგორც გამოცდილ და სპორტული ასაკისთვის ხანში შესულ ჩოგბურთელს, გამაყუჩებლები სჭირდება, რადგან მისი ორგანიზმი ამდენ დატვირთვას ისე ვეღარ უძლებს, როგორც 20-25 წლის ასაკში.
პირბადე - კოვიდ 19-ის პანდემიის გამო პირბადის ტარება აუცილებელია. ამიტომ რაფასთვის ის მნიშვნელოვანია.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"ორივე ძალიან კარგია, მაგრამ..." - რაფაელ ნადალმა თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
სენსაციური კადრები, რაფაელ ნადალი "როლან გაროსს" 2060 წელს იგებს [VIDEO]