არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

12 მარტს, ნახევარფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
შენს გამჩენს გაუმარჯოს!!!
ეს რა ქენი ნიკა! როგორ გაგვახარე ქართველები!!!
შენს მარჯვენას გაუმარჯოს და შენს კაცობას გაუმარჯოს!!!
პავლე
11 მარტი 2021 22:12
1
ბრავო ნიკა!
კაკო
11 მარტი 2021 21:58
0
ძალიან კარგი ინფორმაცია...გამარჯვებებს ვუსურვებ, კარგი და მშრომელი ადამიანია.წინ ნიკოლოზ,მიდი მიაწექი.
ჟორა
11 მარტი 2021 21:58
2
... სიხარული, ცრემლები ,გამარჯვების გრძნობა, ძალიან მაგარია!!!შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! ეს რა ჰქენი ბიჭო???!!!, ეს როგორ გაახარე შენი ნამდვილი გულშემატკივარი, რომელსაც შენი ყოველთვის სჯეროდა, სჯერა და ბოლომდე გვერდზე გიდგას!!! გილოცავთ სუყველას, განსაკუთრებით ნიკას მშობლებს, ძმას და შვილს ლუკასს, რომელიც მთელი ცხოვრება იამაყებს, რომ მამამ ფედერერს მოუგო!!! ტეილორ ფრიტს ხვდება, რომელმაც შაპოვალოვს მოუგო!!! ნიკა შენი სიტყა თქვი დღეს ატპ ტურში!!! მადლობა და წარმატებები!!! ყველა ნიკას გულშემატკივარს გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს!!!
დათო
11 მარტი 2021 21:57
0
უუუფ. ამდენი ნეგატივის ფონზე ძლივს ერთი პოზიტივი, თანაც როგორი.
წინ ნიკოლოზ. გაიხარე ...
giabar
11 მარტი 2021 21:57
1
ვულოცავ ნიკას და ყველას ვისაც გაეხარდა მისი გამარჯვება. თუ განეწყო თამაშისთვის მაგარ ტენისც თამაშობს,დღეს ეს დაამტკიცა
გოგა
11 მარტი 2021 21:56
1
ბასილ ეს რა ჰქმენი. საღოლ ბასილ სულ შენით სულ სუფთა მოგებული ქულებით და არა აუტებით. სიტყვები არ მყოფნის ვღრიალებდი და მომივარდნენ ხომ კარგად ხარო და მეთქი რავი გამაღვიძეთქო.
dat
11 მარტი 2021 21:54
2
ბრავო ნიკოლოზ! ეს ისტორიული გამარჯვებაა, მეამაყები რომ ქართველი ხარ!
c
11 მარტი 2021 21:53
0
ეს არის ქართული სპორტის ისტორიაში დაუვიწყარი გამარჯვება!მადლობა ნიკა
Ttt
11 მარტი 2021 21:51
1
ბრავო
Zaza
11 მარტი 2021 21:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული