არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

12 მარტს, ნახევარფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
რა შუაშია აქ სპორტის გარდა ყველაფერი?ქართველი კაცი გავიდა კორტზე და დაამარცხა ჩოგბურთის მესი,რონალდო ერთად აღებული,არ უნდა გაგვიხარდეს?დანარჩენი ის რაც ბასილაშვილს კორტის გარეთ შეეხება იყოს განსჯის თემა,ისიც მაშინ თუ ამ კაცის ბრალეულობა გამოიკვეთა.ამდენი ბოღმის და ჩირქის ნთხევა არ მოგბეზრდფათ?
sake
13:58 12-03-2021
0
უდანაშაულობის პრეზუმცია არ იცის "ე.წ." უფლებადამცველმა?
ზორბეგი
13:15 12-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული