არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

12 მარტს, ნახევარფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ეს კაცი კიდევ იმიტომაა დასაფასებელი, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა მოახერხა
ლევანი
22:14 11-03-2021
0
ყოჩაღ ნიკოლოზ. ერთი ათასად გექციოს მოგებები
ივან
23:05 11-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული